უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 478 შემთხვევა გამოვლინდა, 239 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 478 შემთხვევა გამოვლინდა, 239 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 478 შემთხვევა გამოვლინდა, 9 082 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 239 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 501 955 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 059 741 პაციენტი გამოჯანმრთელდა.