უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 120 შემთხვევა გამოვლინდა, 734 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 120 შემთხვევა გამოვლინდა, 734 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 734 ადამიანი გარდაიცვალა, 19 120 დაინფიცირდა, 9 738 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულებს შორის არიან 1 414 ბავშვი და 338 მედიკოსი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 803 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორ მილიონ 390 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 64 936 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.