უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 936 შემთხვევა გამოვლინდა, 298 პაციენტი გარდაიცვალა

12:07, 01.11.2021

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 936 შემთხვევა გამოვლინდა, 5 885 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 298 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 936 238 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 2 442 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი