უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 531 შემთხვევა გამოვლინდა, 525 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:11, 02.12.2021

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 531 შემთხვევა გამოვლინდა, 23 535 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 525 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

2 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 463 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 995 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი