უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - რუსეთს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება არ სურს
უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება არ სურს.
აღნიშნული განცხადება ვოლკერმა მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სასაუბროდ. რუსეთი არ იჩენს ინტერესს და ამ საკითხზე პროგრესი არ არის“, – განაცხადა ვოლკერმა.
ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში სიტუაციის დარეგულირებისთვის „მინსკის შეთანხმება“ არაეფექტურია და ამის მიზეზი რუსეთის პოზიციაა, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პირობებს არ ასრულებს.
მანამდე „მინსკის შეთანხმების“ ჩავარდნის შესახებ გაერო-შიც განაცხადეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოლაპარაკებების მონაწილეებმა დინამიკა დაკარგეს და მხარეებს არ სურთ შეთანხმების მიღწევა“.