უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა.
ჯული დეივისი კიევში აშშ-ის საელჩოს დროებით ხელმძღვანელად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეარჩიეს. დეივისი ამჟამად კვიპროსში აშშ-ის ელჩია და ამ მანდატსაც შეინარჩუნებს.
უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო დატოვა.