უკრაინაში აშშ-ის ახალი ელჩი ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა. ოფიციალურად მისი ჩასვლის შესახებ არ გამოცხადებულა, თუმცა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრიჯით ბრინკის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ის კიევში 29 მაისს ჩავიდა.
ბრიჯიტ ბრინკის უკრაინის დედაქალაქის ჩასვლის შესახებ ინფორმაცის ავრცელებს გამოცემა „გარდიანიც“. მედიასაშუალების ცნობით, ის პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებათა სიგელებს მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში გადასცემს.
დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა 19 მაისს დაამტკიცა. აშშ-ის საელჩომ კიევში მუშაობა ოფიციალურად 18 მაისს განაახლა.
აშშ-ს უკრაინაში 2019 წლიდან ელჩი არ ჰყავდა. ბოლო ელჩი, მარი იოვანოვიჩი აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია.
უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ასევე, მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში საქართველოში, სერბეთში, უზბეკეთსა და კვიპროსში.