უკრაინაში ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი Javelin-ი პირველად გამოსცადეს

20:45, 22.05.2018

უკრაინაში ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი Javelin-ი პირველად გამოსცადეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო წერს.

„როგორც იქნა, დადგა ეს დღე! პირველად უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის Javelin-ის გამოცდა შედგა“, – წერს პოროშენკო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, Javelin-ი თავდაცვითი იარაღია და მისი გამოყენება უკრაინის ჯარის პოზიციებზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში იგეგმება.

უკრაინამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები აპრილის ბოლოს მიიღო.

მსგავსი