უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში წინ წაიწიეს

16:02, 15.10.2024

რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, ქალაქში განადგურებულია რაიონები. ამის შესახებ უკრაინული ტელემარათონის ეთერში ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, „ლუგანსკის“ პრესმდივანმა, ანასტასია ბობოვნიკოვამ განაცხადა.

„დღეს DeepState-მა განაახლა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ ტორეცკში მტერი წინ მიიწევს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ასეა. მტერი იყენებს ტაქტიკას: არტილერია, ვანადგურებთ ქალაქს, ვანადგურებთ რაიონებს. ტორეცკში უკვე მთელი რაიონები აღარ არსებობს“, – განაცხადა ბობოვნიკოვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დონეცკის ოლქში მშრალი ამინდით ისარგებლოს, აქტიურად იყენებს არტილერიას და დრონებს, რათა თავისი ამოცანების მიღწევა ყინვებამდე შეძლოს.

მსგავსი