უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე. მათი ინფორმაციით, რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას მოხვდა, შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი.

ხელისუფლება შიშობს, რომ ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილები.

ამჟამად ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.

როგორც უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური იური იგნატი აცხადებს, რუსეთმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.