უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტთან წინ წაიწიეს და დასახლებული პუნქტის, ივანოვსკოეს ნაწილი დაიკავეს
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტთან წინ წაიწიეს და დასახლებული პუნქტის, ივანოვსკოეს ნაწილი დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტთან წინ წაიწიეს და დასახლებული პუნქტის, ივანოვსკოეს ნაწილი დაიკავეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მე-4 ოპერატიული ბრიგადის პოლკოვნიკმა, სერგეი სიდორინმა განაცხადა.

უკრაინის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით რუსეთის არმია აძლიერებს ძალისხმევას შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი მოწინააღმდეგესთან რვა სამხედრო შეტაკება მოხდა.

„ყველაზე ცხელი წერტილებია ივანოვსკოეს დასახლებები და ბოგდანოვკას სამხრეთით მდებარე ტერიტორია, სადაც, სამწუხაროდ, მტერმა ნაწილობრივი წარმატებას მიაღწია – მან დაიპყრო დასახლების ივანოვსკოეს აღმოსავლეთი გარეუბნები და აგრძელებს პოზიციების დაკავებას. მტერი თავდასხმის დროს იყენებს ავიაციას, ურტყამს როგორც ფრონტის ხაზს, ისე უშუალოდ ჩასოვ იარის დასახლებულ ზონას, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მტერს აქვს უამრავი რეზერვი და აღჭურვილობა“, – განაცხადა სერგეი სიდორინმა.