უკრაინაში აცხადებენ, რომ, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ამერიკელ პარტნიორებთან „ტაადის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ან მოდერნიზებული „პეტრიოტის“ მოპოვებაზე მუშაობენ
უკრაინაში აცხადებენ, რომ, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ამერიკელ პარტნიორებთან „ტაადის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ან მოდერნიზებული „პეტრიოტის“ მოპოვებაზე მუშაობენ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ამერიკელ პარტნიორებთან „ტაადის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ან მოდერნიზებული „პეტრიოტის“ მოპოვებაზე მუშაობენ.

ახალი ექსპერიმენტული ტიპის რაკეტით რუსეთის მხრიდან თავდასხმის საპასუხოდ, უკრაინა ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობს „ტაადის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ან მოდერნიზებული „პეტრიოტის” მოპოვებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკონტინენტთაშორისო რაკეტების ჩამოგდების საშუალება, მაგრამ ამერიკელებს აქვთ და უკრაინა მიმართავს შეერთებულ შტატებს ასეთი იარაღის გადასაცემად.

უკრაინის არმიის გენშტაბში მიაჩნიათ, რომ ამ ახალი ექსპერიმენტული რაკეტების რაოდენობა რუსულ სამხედრო არსენალში ძალიან შეზღუდულია.

„ყველა მახასიათებლით, სიმაღლითაც და სიჩქარითაც, ისინი აღემატებიან ჩვეულებრივ რაკეტებს“, – აღნიშნა უკრაინის არმიის გენშტაბის წარმომადგენელმა.