უკრაინაში აცხადებენ, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ლუგანსკის ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს
უკრაინის ძალებმა დარტყმები განახორციელეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ლუგანსკის ნავთობბაზაზე. ინფორმაცია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდი „მადიარმა“ დაადასტურა.
უკრაინელი სამხედრო მეთაურის თქმით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლმა სპეცოპერაციების ძალებთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოსა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად განახორციელა.
რიაზანში მდებარე ობიექტი რუსეთში ოთხ უმსხვილეს ნავთობაგადამამუშავებელ საწარმოს შორის ერთ-ერთია. მანამდე, ღამით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია დრონებით იერიშის შედეგად ქალაქ რიზანაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შესახებ.