უკრაინაში 14 ტონა უკანონოდ წარმოებული არაყი გაანადგურეს
უკრაინაში 14 ტონა უკანონოდ წარმოებული არაყი გაანადგურეს

უკრაინაში 14 ტონა უკანონოდ წარმოებული არაყი გაანადგურეს. ოთხი მილიონი გრივნის ღირებულების არყის 37 ათასი ბოთლის უტილიზაცია ლვოვის ოლქში განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ჩვენ, ვანადგურებთ თითქმის 14 ტონა უკანონოდ დამზადებულ და ჩამორთმეულ ალკოჰოლურ სასმელს. ეს უკრაინის ისტორიაში ალკოჰოლის ყველაზე მასშტაბური საჯარო უტილიზაციაა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, დენის მალუსკამ.

მინისტრის თქმით, უცნობია, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა აღნიშნული უკანონო პროდუქციის მაღაზიების დახლებზე მოხვედრას.