უკრაინასა და მოლდოვაში შვეიცარიის ელჩი - ჩვენ შეგვიძლია სამშვიდობო მისიაში ჯარების გაგზავნა, თუ არსებობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ან ეუთო-ს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა და რუსეთი უნდა დაეთანხმონ ამას
შვეიცარიამ უკრაინაში სამშვიდობო მისიაში შეუძლია, თავისი ჯარები გაგზავნოს, თუმცა შესაბამისი მანდატი გაერო-ს უშიშროების საბჭომ ან ეუთო-მ უნდა უზრუნველყონ, – ამის შესახებ უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში შვეიცარიის ელჩმა, ფელიქს ბაუმანმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბაუმანმა აღნიშნა, რომ შვეიცარიას არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის აღსრულების არცერთ მექანიზმში, რომელსაც არ აქვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ან ეუთო-ს მანდატი.
მისი თქმით, სამშვიდობო მისიაში სამხედრო პერსონალის გაგზავნაზე გადაწყვეტილებას შვეიცარიის მთავრობა და პარლამენტი მიიღებს.
„სამართლებრივი სიტუაცია საკმაოდ ნათელია: შვეიცარიას შეუძლია, სამშვიდობო ოპერაციაში ჯარების გაგზავნა, თუ არსებობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ან ეუთო-ს მანდატი. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი უნდა დაეთანხმონ ასეთ ოპერაციას. შვეიცარიას სურს, დაეხმაროს უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში. მე მჯერა, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის შვეიცარიის ეროვნული პროგრამის მეშვეობით, ჩვენ ეფექტურად ვუჭერთ მხარს უკრაინის აღდგენას, ასევე მის ეკონომიკურ მდგრადობას“, – განაცხადა ელჩმა ინტერვიუში.