უკრაინამ ყირიმის კლუბების გამო ფიფა-დან და უეფა-დან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა #1TVSPORT
უკრაინამ ყირიმის კლუბების გამო ფიფა-დან და უეფა-დან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა #1TVSPORT

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფა-დან და უეფა-დან რუსეთის საფეხბურთო კავშირის გაძევება მოითხოვა. შესაბამისი განცხადება ასოციაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

უკრაინის მხარემ დაადანაშაულა რუსეთი ყირიმის კლუბების ჩართვაში თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებში.

უფრო ადრე რუსეთის მეორე დივიზიონში მონაწილეობისთვის ატესტაცია გაიარა ორმა ყირიმულმა კლუბმა – „სევასტოპოლმა“ და იალტის „რუბინმა“.