უკრაინამ უპასუხისმგებლო უწოდა გადაწყვეტილებას რუსი სპორტსმენების პარიზის თამაშებზე დაშვების შესახებ #1TVSPORT
უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მატვეი ბედნი გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, დაუშვას პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება უკრაინის მონაწილეობას 2024 წლის თამაშებში, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ, მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს უკრაინულ სპორტულ საზოგადოებასა და ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა ბედნიმ.