უკრაინამ სამ უნგრელ სამხედრო მოსამსახურეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
უკრაინამ უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ, სამ უნგრელ სამხედრო მოსამსახურეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, უნგრეთის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატვის ყველა ქმედებას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენ სამი მაღალი თანამდებობის უნგრელი სამხედრო მოსამსახურისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა დავაწესეთ. ეს ჩვენი სარკისებური რეაქციაა უნგრეთის მიერ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადრე დაწესებულ უსაფუძვლო აკრძალვაზე. უნგრეთის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატვის ყველა ქმედებას, განსაკუთრებით ჩვენი სამხედროების მიმართ უპატივცემულობას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს უნგრეთის მთავრობამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმის გამო, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურ რობერტ ბროვდის, რომელიც წარმოშობით უნგრელია, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, უნგრეთმა ივლისში ქვეყნის ტერიტორიაზე შესხვლა სამ უკრაინელ სამხედრსაც აუკრძალა.
We’ve imposed an entry ban for three high-ranking Hungarian military officials.
Our mirror response to Hungary’s earlier baseless entry ban for our military officials.
Hungary’s every act of disrespect will be met with adequate response, especially disrespect for our military.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 26, 2025