უკრაინამ რუსეთზე საპასუხო იერიში მიიტანა და სტავროპოლში მდებარე ნავთობის ბაზას დრონებით დაესხა თავს
უკრაინამ რუსეთზე საპასუხო იერიში მიიტანა და სტავროპოლში მდებარე ნავთობის ბაზას დაესხა თავს. დრონებით თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამარხები ავრცელებენ.
საუბარია ქალაქ მიხაილოვსკში მდებარე ნავთობბაზაზე, რომელზე თავდასხმაც, გავრცელებული ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესამედ განხორციელდა.
დრონებით თავდასხმა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმაც დაადასტურა და ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.