უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა. ტაგანროგზე თავდასხმის შედეგად სამი ხანძარი გაჩნდა.
ქალაქის მერის, სვეტლანა კამბულოვაას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მტრის“ მიერ მიტანილმა იერიშმა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და სამი კერძო სახლი დააზიანა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ჩვენი ქალაქი მტრის მასშტაბური თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. გაჩნდა სამი ხანძარი. საგანგებო სამსახურები დაზიანებულ ადგილებზე მუშაობენ“ – წერს სვეტლანა კამბულოვა.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და Ozon-ის კუთვნილი საწყობები, საგანმანათლებლო დაწესებულება, კომერციული შენობა, გაზსადენი და სასურსათო მაღაზია დაზიანდა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, გასულ ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა ვოლგოგრადსა და სამარას ოლქებზე. მედიის ცნობით, თავდასხმების ობიექტები შესაძლოა ყოფილიყო ცემენტისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. თავდასხმების ფოტოები და ვიდეოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში არხები ავრცელებენ.