უკრაინამ პირველი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“ მიიღო
უკრაინამ პირველი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“ მიიღო

უკრაინამ პირველი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“ მიიღო

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა თურქეთიდან „ბაირაქტარ TB2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის პირველი კომპლექსი მიიღო.

„ბაირაქტარ TB2“-ის უპილოტო საფრენი აპარატის პირველი კომპლექსი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს გადაეცა. განლაგების ადგილზე კომპლექსის პირველ ტესტირებას ვახორციელებთ. მივიღებთ, როგორც ეფექტურ დაკვირვება-გადაფარვას შავი და აზოვის ზღვების სანაპირო და ტერიტორიულ წყლებზე, აგრეთვე მაღალი სიზუსტის დაზიანების შესაძლებლობას მოწინააღმდეგის საზღვაო ზედაპირსა და სახმელეთო სამიზნეებზე“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.