უკრაინამ დონბასის ომში რუსეთის მონაწილეობის დამამტკიცებელი დოკუმენტები ჰააგის სასამართლოს გადასცა
უკრაინამ დონბასის ომში რუსეთის მონაწილეობის დამამტკიცებელი დოკუმენტები ჰააგის სასამართლოს გადასცა

უკრაინამ ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები გადასცა, რომელიც დონბასის ომში რუსეთის მონაწილეობას ამტკიცებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევი მოსკოვს ორი კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, ესენია: საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით და გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

„რუსეთმა დღეს ჩვენგან გაეროს საერთაშორისო სასამართლოში „საჩუქარი“ მიიღო. საჩუქარი 90 კილოგრამს იწონის, 17 500 გვერდისგან შედგება და 29 ტომია“, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი ჯიუტად ტყუის, რომ უკრაინის მიწა ოკუპირებული არ აქვს, არ ჩაუტანია „ბუკი“, რომლითაც MH17 ჩამოაგდეს და არ განუთავსებია „გრადები“, რომლის საშუალებითაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს მარიუპოლში, კრამატორსკში და ავდეევკაში.

პოროშენკო დუკუმენტების წარდგენაში სიმბოლიზმსაც ხედავს, რადგან უკრაინამ გაეროს სასამართლოს 12 ივნისს მიმართა. სწორედ ამ დღეს მთელი რუსეთის მასშტაბით „რუსეთის დღე“ აღინიშნება.