უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. გაცვლის ფარგლებში უკრაინაში 185 ჯარისკაცი დაბრუნდა, რომელთაგან 183 რიგითი, ერთი სერჟანტი და ორი ოფიცერია.

გათავისუფლებულებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამოქალაქო პირიც გათავისუფლდა. ყველაზე ახალგაზრდა გათავისუფლებული 26 წლის არის, ხოლო ყველაზე უფროსი – 59-ის.

„ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ მარიუპოლში, აზოვსტალში და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ახლა საბოლოოდ სახლში არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.