უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას, რომლის მიზანიც უსაფრთხოების სფეროში კავშირების გაღრმავებაა

18:17, 16.01.2025

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც უსაფრთხოების სფეროში კავშირების გაღრმავებაა.

შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მიმართული იქნება ბალტიის, შავი და აზოვის ზღვებში რუსული აგრესიის შეკავებაზე. ამავე შეთანხმებით განმტკიცდება თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში.

შეთანხმებას კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს ხელი.

მსგავსი