უკრაინა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს
უკრაინა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს

უკრაინა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადიმირ ომელიანმა გააკეთა.

მისი თქმით,  ამჟამად მთავრობაში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ავია მიმოსვლა შეწყვეტილია, თუმცა მატარებლით და ავტობუსით უკრაინიდან რუსეთში ჩასვლა კვლავ შესაძლებელია.

უკრაინის გეგმის შესახებ, რომელიც რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს, პირველად 2017 წელს რუსულმა „კომერსანტმა“ დაწერა.