ისრაელში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს
ისრაელში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კიევი უკმაყოფილოა ისრაელის ხელისუფლების მიდგომით უკრაინელი ლტოლვილების მიმართ.

„რუსეთის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩადიან, ბელარუსებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამოიგონეს ელექტრონული ვიზები. საპასუხოდ, ჩვენ ახლა განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კორნიჩუკმა.

ელჩმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხზე ისრაელის მიერ გამოთქმულ პოზიციაზე.

„უკრაინა ყველა სახის დახმარებას ელოდება პარტნიორებისგან, მაგრამ არა განზე დგომას და იმის მოლოდინს, რომ რომელიმე მხარე დაიწყებს მოგებას“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

დატოვე კომენტარი