უკრაინა დღეიდან საერთაშორისო ავიარეისებს აახლებს. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია კიევის აეროპორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 ივნისს ბორისპოლის აეროპორტში 15 რეისია დაგეგმილი, აქედან ოთხი – საერთაშორისო. კერძოდ, ბორისპოლის აეროპორტიდან დღეს ორი რეისი მინსკში შესრულდება, ერთი – ამსტერდამში, ხოლო ერთი – დუბაიში.
აეროპორტის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ავიარეისები დაგეგმილია კიშინიოვის, ვილნიუსისა და ოსტენდის მიმართულებით.