უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14 ივლისს გახსნიან
ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე.
„ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ საერთო პოზიციას, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ირლანდიამ, ქვეყანამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
ოფიციალური ცერემონიები 14 ივლისს ბრიუსელში ცალ-ცალკე გაიმართება.
„ევრონიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოთხი კლასტერი კვლავ განსახილველი რჩება: მეორე კლასტერი (შიდა ბაზარი), მესამე კლასტერი (კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა), მეოთხე კლასტერი (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირი) და მეხუთე კლასტერი (რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა).
ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ეს „დაჩქარებული გაწევრიანების“ ტოლფასი იქნებოდა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობის მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრიდა.