უკრაინა ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ ხუთ მილიონ დოზას მიიღებს

17:33, 09.03.2021

უკრაინამ ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ დაამტკიცა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, „სინოვაკის“ ერთ-ერთ პარტნიორს, უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია „ლეხიმს“ შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ვაქცინის ხუთ მილიონ დოზას მიიღებს.

უკრაინამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 19 118 ადამიანს გაუკეთდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 27 204 ადამიანი.

მსგავსი