უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

15:02, 28.02.2022

უკრაინა-ბელარუსის ​საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მთავარი საკითხი, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ძალების გაყვანაა.

უკრაინის მხრიდან დელეგაციას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავიდ არახამია ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის დელეგაციის წარმომადგენლები.

ამასთან, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

მსგავსი