უკრაინა აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მეორე პარტიას შეისყიდის
უკრაინა აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მეორე პარტიას შეისყიდის

უკრაინამ აშშ-სთან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მეორე პარტიის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი პეტრენკომ დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს უკრაინამ „ჯაველინების“ შესყიდვის შესახებ სამი კონტრაქტის რეალიზაცია მოახდინა. მათგან ორი აშშ-სთან გაფორმდა, ერთი კი ნატო-სთან.

პეტრენკოს განცხადებით, 2019 წელს უკრაინის არმიამ „სხვადასხვა ტიპის თანამედროვე შეიარაღება მიიღო“. კერძოდ, საუბარია „უპილოტო საფრენ აპარატებზე, არტილერიის მართვის ავტომატიზებულ კომპლექსსა და რადიოლოკაციურ სადგურზე.

ოქტომბერში საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმა, უკრაინისთვის 39 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „ჯაველინების“ მიწოდების ნებართვა გასცა.

როგორც უკრაინული მედია წერს, „ჯაველინები“ მძიმე შეიარაღებას მიეკუთვნება, რომლის გამოყენებაც დონბასის კონფლიქტის ზონაში, მინსკის შეთანხმებით დაუშვებელია.