უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ლუცკში, გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევალი გამოიყვანა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ლუცკში, გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევალი გამოიყვანა

პოლიციამ ლუცკში, გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევლის გამოყვანა მოახერხა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მძევლების გათავისუფლების შესახებ „ტვიტერზე“ წერს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვიც და ვიდეოს აქვეყნებს.

ლუცკში სპეცოპერაცია უკვე ცხრა საათზე მეტია, მიმდინარეობს.

უკრაინის დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. გამტაცებელი ამბობს, რომ მძევლებს შორის არიან ბავშვები და ორსულებიც, ერთი მძევალი კი, დაჭრილია.