უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დიდ ჭყონიასა და გაჭედილში, უხვი ნალექის გამო, დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია სოფლის გზები.

სენაკში ძირითადი პრობლემები ქალაქის ცენტრში შეიქმნა. დატბორილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩები.

სანიაღვრე არხმა დიდი ოდენობით წყალი ვერ გაატარა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზეც პრობლემები შექმნა. წაღებულია ბოგირები, დაზიანებულია გზები.