უხვი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
უხვი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა

უხვი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ოთხი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და რვა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

ადგილზე იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებლი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის’“ წარმომადგენლები, რომლებმაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება უზრუნველყვეს.

მოეწყო დროებითი ჯებირი, რის შედეგადაც წყლის დონემ დაიკლო. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, დათვლილია ზარალიც.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, დაზრალებულები შესაბამის კომპესაციას მიიღებენ.