უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში დღეს დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა
უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში დღეს დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა

თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და  მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი