უხეშობით გუნდი დააზარალა - „აპოელის“ ვეტერანმა დაუშვილი გააკრიტიკა #1TVSPORT
უხეშობით გუნდი დააზარალა - „აპოელის“ ვეტერანმა დაუშვილი გააკრიტიკა #1TVSPORT

„აპოელის“ ვეტერანმა ტაკის ანტონიუმ „სუპერ სპორტ FM“-თან ინტერვიუში „აპოელის“ თამაში შეაფასა და ქართველი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილ გააკრიტიკა.

გამოცდილი ნახევარმცველის უხეშობის გამო, კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აკრიტასთან“ გასვლაზე მოგებულ (2:1) შეხვედრაში ნიქოზიელთა კარში პენალტი დაინიშნა, დაუშვილმა კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„მიხარია, რომ გუნდმა გამარჯვება მოახერხა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე ვიყოთ. ეს მოგება გვაიმედებს, რომ ამიერიდან გუნდი ლიდერებში იქნება. ჩვენ ვნახეთ რაღაც განსხვავებული, ვიდრე წინა მატჩებში, რადგან ვხედავთ „აპოელს“, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. მეორე მხრივ, იმედგაცრუებული ვარ ჩვენი გუნდის თავდამსხმელებით და იმ ფაქტით, რომ დაუშვილი ხშირად უხეშობს და არ აქვს საზღვრები, ეს სად უნდა გააკეთოს და სად ითამაშოს. სამწუხაროდ, ამ ქმედებებით გუნდი დააზარალა.

გუნდის მთავარი პრობლემა მისი ინტენსივობა და ტემპია, რაც ახალმა მწვრთნელმაც აღნიშნა. სოფრონისის დროს გუნდი დაკომპლექსტდა იმ ტიპის ფეხბურთელებით, რომლებიც თავს კომფორტულად უფრო ნელ ტემპში გრძნობენ და ეს გუნდს აზარალებს. თუ მილოევიჩი შეცვლის ინტენსივობას და ტემპს, უკეთეს შედეგებს ვიხილავთ. ამ პუნქტამდე მისასვლელად მაn უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება გუნდის საკვანძო მოთამაშე“ – განაცხადა „აპოელის“ ვეტერანმა მოთამაშემ.