უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა
უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

ორთვიანი კარანტინის შემდეგ ჩინეთის ქალაქ უხანში შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.

დღეიდან ქალაქში შესვლა უკვე შესაძლებელია, თუმცა მისი დატოვება ჯერ კვლავ იკრძალება.

ჩინეთის მედიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ჩადის უხანში პირველი მატარებელი.

გაიხსნა უხანის მეტროპოლიტენის დიდი ნაწილიც. მომდევნო კვირას ასევე დაიწყებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები.

ქალაქ უხანი კარანტინის ზონად იანვარში გამოცხადდა. ახალი კორონავირუსი ქალაქში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ხუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს, ვირუსის გავრცელების შედეგად 3299 ადამიანი დაიღუპა.