უკანონო მიგრანტების შვილებს, რომლებიც აშშ-ში იბადებიან, შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ
უკანონო მიგრანტების შვილებს, რომლებიც აშშ-ში იბადებიან, შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ. აშშ-ის პრეზიდენტი ავტომატური მოქალაქეობის უფლების გაუქმებას აღმასრულებელი განკარგულებით გეგმავს.
„ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამიანი ჩამოდის, ბავშვი უჩნდება და ბავშვი არსებითად არის აშშ-ის მოქალაქე ყველა სარგებლით. ეს სასაცილოა და უნდა შეიცვალოს. ეს აღმასრულებელი განკარგულებით მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Axios on HBO-სთან ინტერვიუში.