ფინეთის მთავრობა მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს
ფინეთის მთავრობა მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ფინეთის მთავრობა მოქალაქეების მიღების შესახებ კანონს ამკაცრებს, რაც მოქალაქეობისა და ენის ცოდნის ტესტის დამატებას გულისხმობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთავრობის წინადადებით, ახლა ფინეთის მოქალაქეობის მისაღებად პირმა ქვეყანაში რვა წელი უნდა იცხოვროს. ადრე ამისთვის ხუთი წელი საკმარისი იყო.

ამასთან, შემცირდება საზღვარგარეთ გატარებული დღეების რაოდენობაც, რაც შესაძლოა, ცხოვრების ვადაში ჩაითვალოს.

„მიზანი არის ის, რომ წარმატებული ინტეგრაცია გახდეს მოქალაქეობის მიღების წინაპირობა. ამისთვის მოქალაქეობა ჯილდოა“, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა.

მედიის ცნობით, ქვეყანაში ყოფნის მინიმალური ვადის გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები შესაძლოა, გაზაფხულზე ამოქმედდეს. კანონპროექტი პარლამენტს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარედგინოს.