უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გავრცელდა
უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გავრცელდა

ამერიკელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმი დიდ ეკრანებზე 6 ივლისს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ VARIETY ავრცელებს.

ფილმში ნაჩვენებია ინტერვიუები ჰიუსტონის ოჯახის წევრებთან, უნიკალური საარქივო ფოტო და ვიდეომასალა, სიმღერების ჩაწერისა და უიტნის გამოსვლების გადაღებების პროცესი. უკვე გავრცელდა ფილმის პირველი ტრეილერიც.

პოპის დედოფლად წოდებული მომღერალი 2009 წელს „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში მოხვდა როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი პრიზით დაჯილდოებული შემსრულებელი. ჰიუსტონი 200 გაყიდული დისკით  ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად ითვლება.