უისკონსის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი, დაშავებულია
უისკონსის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი, დაშავებულია

უისკონსის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავებულია. გამოცემა ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, ინციდენტი ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, სადაც მომიტინგეთა ნაწილმა, პოლიციის მხრიდან დარბევის მცდელობის შემდეგ გადაინაცვლა.

როგორც გამოცემა წერს, თავიანთი საკუთრების დასაცავად ბენზინგასამართ სადგურთან რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა, მათ აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოუვიდათ, რის შემდეგაც სროლის ხმა გაისმა.

საპროტესტო გამოსვლები ქალაქ კენოშაში უკვე მესამე ღამეა გრძელდება.

მოქალაქეები 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს გმობენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა 29 წლის ჯეიკობ ბლეიქს ზურგში შვიდჯერ ესროლეს.

უისკონსინის მაცხოვრებლები პოლიციელთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.