უისკონსინის ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ შავკანიანი კაცისთვის ცეცხლის გახსნას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
უისკონსინის ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ შავკანიანი კაცისთვის ცეცხლის გახსნას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა შავკანიან კაცს ცეცხლი გაუხნეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. ვითარების დასტაბილურების მიზნით, ქალაქში ადგილობრივი დროით, დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა.

როგორც პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან გამოძახებაზე მივიდნენ. ადგილზე მისვლისას, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ცეცხლი გაუხსნა შავკანიან კაცს. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. ის მძიმე მდგომარეობაშია.