ლონდონში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კანადელ დენის შაპოვალოვს (12) დაუპირისპირდა და ანგარიშით 7:6,7:5,7:5 დაამარცხა.
უიმბლდონის მეორე ფინალისტის ვინაობა იტალიელ მატეო ბერეტინისა (9) პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩის (18) შეხვედრაში გაირკვა. ბერეტინიმ მეტოქე ანგარიშით 6:3,6:0,6:7,6:4 და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მომქმედი ჩემპიონია. სერბ ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირებზე 19 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ფინალის მოგების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მე-20 ტიტულს დაეუფლება, რითაც მოპოვებული სლემების რაოდენობით როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გაუთანაბრდება.