იტალიის პირველი ჩოგანი მატეო ბერეტინი გამოტოვებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. 25 წლის ჩოგბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო და ამის გამო ვერ გაემგზავრება იტალიის დედაქალაქში. მას სამკურნალოდ 15 დღე დასჭირდება. ბერეტინი ოლიმპიადაზე მეექვსე ნომრად იყო განთესილი. მას ფაბიო ფონინისთან ერთად ასევე წყვილთა თანრიგში უნდა ეთამაშა.
2021 წლის სეზონში, ბერეტინიმ პირველად იტალიური ჩოგბურთის ისტორიაში უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია, სადაც ოთხ სეტში დამარცხდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.
ბერეტინის უარის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირში ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის მხოლოდ ხუთი წევრი ითამაშებს: ჯოკოვიჩი, დანიილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი და ანდრეი რუბლიოვი. უარი თქვეს თამაშზე რაფაელ ნადალმა, დომინიკ ტიმმა, როჯერ ფედერერმა და დენის შაპოვალოვმა.
ტოკიოში საჩოგბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.