უიმბლდონი 2021 - მერვედფინალის ფაქტები და სტატისტიკა (ქალები) #1TVSPORT
უიმბლდონი 2021 - მერვედფინალის ფაქტები და სტატისტიკა (ქალები) #1TVSPORT

ფაქტები

* 28 წლის აილა ტომლიანოვიჩი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში.

* ეშლი ბარტიმ მეოთხედფინალში გასვლით უიმბლდონზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

* აქამდე არინა საბალენკას საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე მეორე წრეში გასვლა იყო.

* საბალენკა მეოთხედფინალში გასვლით პირველად გახდება მსოფლიოს მესამე ჩოგანი. ბელარუსს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგანი უიმბლდონის შედეგების მიხედვით. ამისთვის მას სჭირდება ტიტულის მოგება და, ამავდროულად, ეშლი ბარტი არ უნდა გავიდეს ნახევარფინალში.

* ონს ჟაბორმა ზედიზედ მესამე მატჩში მოუგო „დიდი სლემის“ ყოფილ ჩემპიონს – მეორე წრეში მან გაიარა ვინუს უილიამსი, მესამეში – გარბინე მუგურუსა, 1/8 ფინალში – იგა შვიონტეკი.

* ჟაბორმა ბოლო ორ მატჩში 44-დან 36 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა.

* ქალთა ტურნირზე შემორჩენილი მოთამაშეებიდან მხოლოდ კაროლინა მუხოვა იყო შარშან უიმბლდონის მეოთხედფინალში.

* შეწყდა წლევანდელი როლან გაროსის ჩემპიონის ბარბორა კრეიჩიკოვას 15-მატჩიანი მოგებების სერია.

* ეშლი ბარტი კარიერაში პირველად გავიდა უიმბლდონის მეოთხდფინალში. „დიდი სლემის“ ტურნირებიდან ამ სტადიაზე ის მხოლოდ აშშ-ის ღია პირველობაზე არ ყოფილა.

* კაროლინა პლიშკოვა კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში.

 

1/8 ფინალი

ბარტი (ავსტრა, 1)-კრეიჩიკოვა (ჩეხ, 14)   7:5, 6:3

ტომლიანოვიჩი (ავსტრა)-რადუკანუ (ბრიტ)     6:4, 3:0 უარი

მუხოვა (ჩეხ, 19)-ბადოსა (ესპ, 30)  7:6(6), 6:4

კერბერი (გერ, 25)-გაუფი (აშშ, 20)  6:4, 6:4

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)-სამსონოვა (რუს)6:2, 6:3

გოლუბიჩი (შვეიც)-კისი (აშშ, 23)   7:6(3), 6:3

ჟაბორი (ტუნ, 21)-შვიონტეკი (პოლ, 7)      5:7, 6:1, 6:1

საბალენკა (ბლრ, 2)-რიბაკინა (ყაზ, 18)     6:3, 4:6, 6:3

 

1/4 ფინალი

ბარტი (ავსტრა, 1)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა)

მუხოვა (ჩეხ, 19)-კერბერი (გერ, 25)

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)-გოლუბიჩი (შვეიც)

ჟაბორი (ტუნ, 21)-საბალენკა (ბლრ, 2)

დატოვე კომენტარი