უილიამსმა ახალი ბოლიდი წარადგინა
უილიამსმა ახალი ბოლიდი წარადგინა

ბრიტანულმა საჯინიბო “უილიამსმა” წლევანდელი სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო. ავტომობილმა მიიღო ინდექსი – FW-41.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ კონსტრუქტორებმა განსაკუთრებით იმუშავეს აეროდინამიკაზე, წონაზე, აგრეთვე, შასის სტრუქტურაზე.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, თავისი ახალი ბოლიდი წარადგინა ამერიკულმა გუნდმა “ჰაასმა“.

2018 წლის სეზონისთვის სხვა გუნდების პრეზენტაციის განრიგი:
19 თებერვალი – რედ ბული
20 თებერვალი – რენო და ზაუბერი
22 თებერვალი – ფერარი და მერსედესი
23 თებერვალი – მაკლარენი
25 თებერვალი – ფორს ინდია
26 თებერვალი – ტორო როსო.