უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობის საკითხებსა და მათი ოჯახების საჭიროებებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობის საკითხებსა და მათი ოჯახების საჭიროებებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

„უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისთვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები“ – აღნიშნულ თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას მართავს.

ღონისძიებაში მონაწილეოებენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების რთულად ამოსაცნობ ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.

კონფერენციის მიზანია არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობენ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ოჯახების წევრები და ოჯახური ასოციაციების წარმომადგენლები საქართველოდან.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2011 წლიდან ახორციელებს საქართველოში მრავალდარგობრივ პროგრამას, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენას ისახავს მიზნად. პროგრამის შემადგენელი ნაწილია ანთროპოლოგიური კომპონენტი. გაწეული საქმიანობისას ამოუცნობი ნეშტების პრობლემა გამოიკვეთა. ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის გამართვა წარმოადგენს მცდელობას, მაქსიმალურად გაძლიერდეს ძალისხმევა მსგავსი შემთხვევების ამოცნობის მიმართულებით და შესაბამისად პასუხი გაეცეს მათი ოჯახებს.

კონფერენცია დღეს გაიხსნა და 28 თემებვლამდე გაგრძელდება.