უგანდაში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის 20 მოსწავლე ემსხვერპლა 

11:41, 17.07.2026

უგანდაში, ჩეკვატიტის რეგიონის სოფელ კავოვოში ავარიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან 20 სკოლის მოსწავლეა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, მოსწავლეები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა.

„ბიბისის“ ცნობით, წინასწარი ვერსიით, ავტობუსი ტექნიკურად იყო გაუმართავი.

მსგავსი