სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო
სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გორის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარი, გარეგანათება, დაიდგა დეკორატიული სკამები. სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ახლად მოწყობილი სკვერი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გასულ წელს მუნიციპალიტეტში 22 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოებს ჯამში 916 024 ლარი მოხმარდა.

დატოვე კომენტარი