უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა გამოსცა კიდევ ერთი წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება
უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა გამოსცა კიდევ ერთი წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ოჯახის წევრები გახდნენ თავდასხმებისა და მუქარების სამიზნე და არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ეს თავდასხმები დასრულდება.
შეწყალება ვრცელდება ბაიდენის ძმაზე, ჯეიმსზე და მის მეუღლეზე, სარა ჯონსზე, პრეზიდენტის უმცროს დაზე, მის მეუღლეზე, ჯონ ოუენსზე და კიდევ ერთ ძმაზე – ფრენკზე.
ბაიდენმა ასევე შეიწყალა ორი პატიმარი და შეუცვალა სასჯელი ლეონარდ პელტიეს, 80 წლის ინდიელ ამერიკელს, რომელიც იხდის სამუდამო პატიმრობას FBI-ს ორი აგენტის მკვლელობისა და ციხიდან გაქცევისთვის.